пятница, 16 июля 2010 г.

იაკობ გოგებაშვილი


პროექტის სახელი: იაკობ გოგებაშვილი

პროექტის მოკლე აღწერა: იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება

პროექტის სრული აღწერა: შევეცდებით მაქსიმალურად მოვიძიოთ ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის შესახებ. შევქმნათ ბიოგრაფიის, ოჯახის, ფოტოების, ვიდეოების ბლოგები. იაკობის ბავშვობა, გორის სასულიერო სასწავლებელში, თბილისის სასულიერო სემინარიაში, კიევის სასულიერო აკადემიაში გატარებული წლები. იაკობის ქართული ანბანი, ,, პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის", ,,ბუნების კარი", ,,დედა ენა", ,,რუსსკოე სლოვო" და ა.შ. –თავი მოვუყაროთ ამ მასალას და გავაკეთოთ პრეზენტაცია.

მონაწილეთა ასაკი: 9-11 წელი

ვადები: 1-2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასალის მოძიება ბიბლიოთეკებში,მუზეუმებსა და არქივებშ, აგრეთვე ინტერნეტის დახმარებით. დისკუსიის გამართვა, გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა…

მოსალოდნელი შედეგები: ფოტოალბომი,ბუკლეტები, ჩანახატი, ესეები, პრეზენტაციის გაკეთება ბლოგში შექმნილი მასალების მიხედვით.

სარგებელი სხვებისთვის: მივაწოდოთ სრულყოფილი ელექტრონული ვერსია იაკობის შემოქმედების შესახებ, რომელიც დიდ წვლის შეიტანს მოსწავლის განვითარებაში.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთა/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული - სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა,მუზეუმი, ინტერნეტი …) სასარგებლო ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების, ბიოგრაფიის გაცნობა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა…

ისტორია - გაეცნობიან ეპოქას, ტრადიციებს, იმ გამოჩენილ ადამიანებს რომლებიც მოღვაწეობდნენ იმ პერიოდში.

საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა,სლაიდების გაკეთება, პრეზენტაციის მოწყობა.

პროექტის ფასილიტატორის სახელი: მაია ბუწურაძე

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: m.buwuradze@gmail.com